
გრძელდება 鶹-ს გასვლითი ლექცია სემინარები 鶹ელებისთვის. :) 鶹-ს მესამე კურსის სტუდენტები 25-26 (2017) მარტს გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა 鶹ელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.
鶹ელებს სადილად 鶹-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ეწვია. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ 鶹CHER-მა ანუ 鶹ელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 26 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.