
ადამიანის უფლებათა კვირეულის პირველი დღე 鶹-ში ნარინჯისფერი იყო. 2 დეკემბერს (2015) 11.00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე 鶹-ს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ტრეფიკინგის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ფონდის დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ და იურიდიული დეპარამენტის ხელმძღვანელმა ირმა ალადაშვილმა კანონმდებლობაზე, სტატისტიკაზე, თავშესაფრის პრინციპებსა და საინტერესო მაგალითებზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა კი აუდიტორიას პირადი ნეგატიური გამოცდილება გულწრფელად გაუზიარა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და ქალთა ძალადობის წინაამღდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპის ჩვენება. სტუდენტებმა სტუმრებისგან საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები მიიღეს. 鶹-ელების მიერ დამზადებული რიბონები კი მთელი დღის განმავლობაში გადადიოდა ხელიდან ხელში და თემის აქტუალიზაციასთან ერთად სოლიდარულ განწყობას ქმნიდა.