
18 აპრილს, 鶹-მ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
14 სკოლის საუკეთესო მე-11 და მე-12 კალასელებმა 鶹-ს შენობა დაათვალიერეს და საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ. მათ 鶹-ში არსებული მიმართულებების, სპეციალობების, გაცვლითი პროგრამებისა და სასერტიფიკატო კურსების შესახებ ინფორმაცია 鶹-ს დეკანებისა და სტუდენტებისაგან მიიღეს.
აბიტურიენტებს საკუთარი გამოცდილება 鶹-ს კურსდამთავრებულებმაც გაუზიარეს. 鶹ელებმა მათ მისცეს რჩევები, თუ როგორ უნდა დაგეგმონ გზა წარმატებული კარიერისაკენ და რა უპირატესობები აქვს უმაღლესი განათლების 鶹-ში მიღებას.
შეხვედრის ბოლოს კი ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომლის მფლობელიც გახდა მარიამ გაბადაძე.