ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 鶹-სა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან
ორშაბათი, 03 თებერვალი, 2020
3 თებერვალს (2020) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (鶹) საჯარო აუდიტის ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში 鶹-ს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი პირობებით ჩაერთონ საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში, მიიღონ საჯარო აუდიტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაიუმჯობესონ წვდომა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსთან, დაესწრონ ტრენინგ-კურსებს და გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 鶹-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა, გელა წიკლაურმა მოაწერეს. უახლოეს მომავალში 鶹-ში ღია კარის დღე მოეწყობა და სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერვისების შესახებ.